„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული კონფერენცია
გურიაში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მორიგი რეგიონული კონფერენცია გაიმართა. ორგანიზაციის ლიდერი, ვარლამ ლიპარტელიანი და ბორდის წევრები სტუდენტებს შეხვდნენ. კონფერენციის მთავარი მიზანი ახალგაზრდებთან პირდაპირი დიალოგი და მათი პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ პროცესებში მეტი ჩართულობაა.
შეხვედრას ესწრებოდა ცოტნე ივანიშვილიც, რომელსაც პოლარიზაციასთან დაკავშირებით ჰკითხეს. „პოლარიზაციიდან საუკეთესო გამოსავალია განსხვავებული აზრის მოსმენა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმ ადამიანთან, რომელსაც ვესაუბრებით, გვაერთიანებდეს საერთო ღირებულება, რომელსაც სამშობლოს რეალური სიყვარული ჰქვია“, – აღნიშნა ცოტნე ივანიშვილმა.