„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენცია
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია რეგიონული კონფერენციებს აგრძელებს. ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ვარლამ ლიპარტელიანი და ბორდის წევრები დღეს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს ხვდებიან. შეხვედრა ბორჯომში იმართება და ის დისკუსიის ფორმატში მიმდინარეობს. მმართველი გუნდის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები სტუდენტების მიერ დასმულ შეკითხვებს პასუხობენ და ახალგაზრდებს საკუთარ მოსაზრებებსა და ხედვებს უზიარებენ.