„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მორიგი კონფერენცია დღეს იმერეთში მიმდინარეობს. შეხვედრა, რომელსაც რეგიონის ახალგაზრდები და სტუდენტები ესწრებიან, წყალტუბოში იმართება. საუბარი კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს. დამსწრეები ახალგაზრდული სივრცეების არსებობაზე, პოლიტიკურ პროცესებში მათი ჩართულობის გაზრდაზე და ახალგაზრდული კლუბების შექმნაზე საუბრობენ. კონფერენციას სტუმრის სტატუსით ესწრება ცოტნე ივანიშვილი, ასევე დეპუტატები ლაშა ტალახაძე და ვიქტორ სანიკიძე. ამით შეხვედრები რეგიონებში სრულდება და შემაჯამებელი შეხვედრა თბილისში გაიმართება.