„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენცია ამჯერად იმერეთში გაიმართა. შეხვედრა, რომელსაც რეგიონის ახალგაზრდები და სტუდენტები ესწრებოდნენ, წყალტუბოში შედგა. კითხვა-პასუხის რეჟიმში კონფერენციის მონაწილეებმა, პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობის მნიშვნელობაზე და ახალგაზრდული კლუბების შექმნაზე ისაუბრეს. კითხვები დაისვა დასაქმების და ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით. კონფერენციას სტუმრის სტატუსით ესწრებოდა ცოტნე ივანიშვილი. ასევე დეპუტატები ვიქტორ სანიკიძე და ლაშა ტალახაძე. რეგიონებში შეხვედრები დღეს დასრულდა. შემაჯამებელ კონფერენციას კი თბილისი უმასპინძლებს.