„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენცია

21:15, 16.05.2026

კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის შეხვედრა შიდა ქართლში. კონფერენციაზე იმ საკითხებზე იმსჯელეს, რომლებიც რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის პრობლემური და აქტუალურია. დასაქმება, პროფესიული განათლების ხელშეწყობა, ახალი თაობის ჩართულობა ადგილობრივ პროექტებში – ორგანიზაციის ლიდერებმა შეხვედრის მონაწილეებს საკუთარი ხედვა გაუზიარეს და მათი პოზიციაც მოისმინეს, თუ როგორ ესახებათ ახალგაზრდების შესაძლებლობების წახალისება და მათთვის მოტივაციის გაზრდა.

მსგავსი