„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენცია
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია რეგიონულ კონფერენციებს აგრძელებს. მცხეთა-მთიანეთის შემდეგ, ორგანიზაციის ლიდერები შიდა ქართლის ახალგაზრდებს შეხვდნენ. შეხვედრა გორის სპორტის სასახლეში გაიმართა. მმართველი გუნდის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა სტუდენტების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს და ახალგაზრდებს საკუთარი მოსაზრებები და ხედვები გაუზიარეს. ისაუბრეს რეგიონში ახალგაზრდების საჭიროებებსა და გამოწვევებზე.