„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენცია
უმუშევრობა, რეგიონებიდან ახალგაზრდების გადინება და ახალგაზრდული სივრცეების ნაკლებობა – ეს ის ძირითადი თემები იყო, რომლებზეც დღეს საგურამოში იმსჯელეს. „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები ამჯერად მცხეთა-მთიანეთში მცხოვრებ სტუდენტებს შეხვდნენ. ორგანიზაცია მსგავს შეხვედრებს ქვეყნის ათივე რეგიონში მართავს, მიზანი კი საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალგაზრდების ჩართვა და მათი საჭიროებების უკეთ გაცნობაა. „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის დასკვნით ღონისძიებას თბილისი უმასპინძლებს.
დესი ვარდოსანიძე დეტალებით.