თორნიკე რიჟვაძე „ქართული ოცნების“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ წარადგინეს

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აჭარის რეგიონული ორგანიზაცია დაფუძნდა.

პარტიის სამუშაო შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა.

შეხვედრაზე აჭარის „ქართული ოცნების“ ორგანიზაციის თავმჯდომარედ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე წარადგინეს.

თემის დეტალები „მოამბეში“.