„ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატები

„ქართულ ოცნებას“ ჯანდაცვის , თვითმმართველობისა და სპორტის კომიტეტების ახალი თავმჯდომარეების არჩევა მოუწევს. ამის მიზეზი „ქართული ოცნების“ რიგებიდან სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის და მიხეილ ყაველაშვილის წასვლაა. მათ საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზად, „მეტი სიმართლის თქმა“ დაასახელეს. გუშინ დეპუტატებმა განცხადება გაავრცელეს და საქართველოს საგარეო პოლიტიკურ საფრთხეებსა და ოპონენტების რევოლუციურ გეგმაზე ისაუბრეს. „ოცნების“ ყოფილი წევრები საკანონმდებლო ორგანოში დღეს არ გამოჩენილან. თუმცა, მათი გადაწყვეტილება კვლავ პოლიტიკური შეფასებების საგანია. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს „ქართული ოცნების“ ტაქტიკის ნაწილია, – ათქმევინონ გამოყოფილ სამეულს ის, რასაც მმართველი გუნდი ვერ ამბობს“. მმართველ პარტია კი საპირისპიროს ამტკიცებს.