„ქართული ოცნებიდან“ გარიცხული დეპუტატი

ბათუმის საკრებულოს წევრი თემურ კახიძე, რომელიც დღეს მმართველი გუნდის რიგებიდან გარიცხეს, „ევროპულ საქართველოში“ გაწევრიანდა.

„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი, რომელიც ადრე „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელი იყო, დღეს გიგი უგულავამ და ოთარ კახიძემ წარადგინეს. მან ასევე დატოვა საკრებულოში იურიდიული კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა.