„ქართული ოცნება“ თბილისის მერობის კანდიდატს დღეს დაასახელებს

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ თბილისის მერობის კანდიდატს დღეს დაასახელებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ Facebook-ის გვერდზე ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თბილისის მერობის კანდიდატის წარდგენა მთაწმინდის პარკში გაიმართება. ღონისძიება 20 საათისთვის არის დაგეგმილი.