„ქართული ოცნება“ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძეს წარადგენს
„ქართული ოცნება“ თბილისის მერობის კანდიდატად, მესამე ვადით კახა კალაძეს წარადგენს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატები აცხადებენ. ოფიციალური წარდგენა ხვალ, 31 ივლისს გაიმართება. კალაძე დედაქალაქის მერად პირველად 2017 წელს, მეორე ვადით კი, 2021 წელს აირჩიეს.