„ქართული ოცნება“ საგამოძიებო კომისიის შექმნას აპირებს

მმართველი გუნდი წინა ხელისუფლების დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიებას აპირებს. „ქართულმა ოცნებამ“ განცხადება ამის შესახებ უკვე გააკეთა. დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდზე პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება უნდა მოამზადოს. 2003-2012 წლებში მომხდარი მოვლენების შემსწავლელი საგამოძიებო კომისია საკანონმდებლო ორგანოში 6 თვის განმავლობაში იმუშავებს. დასკვნებსა და რეკომენდაციებს დეპუტატები საშემოდგომო სესიის დასრულებამდე გამოაქვეყნებენ. ამ კომისიის ფარგლებში მუშაობას არ აპირებს ოპოზიცია, სადაც ამბობენ, რომ 13 წლის წინანდელი მოვლენები საზოგადოების ინტერესის სფეროს აღარ წარმოადგენს.