„ქართული ოცნება“ საარჩევნო კამპანიას იწყებს / ტრამპის ოფიციალური წარდგენა პრეზიდენტობის კანდიდატად #LIVE
- „ქართული ოცნება“ საარჩევნო კამპანიას ხსნის და საარჩევნო მარათონში ოფიციალურად ერთვება – ღონისძიება პარტიის ახალ ოფისში, ორთაჭალაში შეკრებილ ლიდერთა გზავნილები და მმართველი გუნდის ოპტიმისტური პროგნოზები
- დონალდ ტრამპი პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინეს – თავდასხმის შემდეგ ტრამპის მიერ წარმოთქმული სიტყვები „ბრძოლა, ბრძოლა, ბრძოლა“ „რესპუბლიკელთა“ მთავარი წინასაარჩევნო ლოზუნგი ხდება; შეხვედრა ვისკონსინის შტატის ქალაქ მილუოკიში და მხარდამჭერთა შეძახილები; პრეზიდენტობის კანდიდატის გზავნილები და შანსი
- „ქართული ოცნების“ კვლევის შემდეგ, რომლის მიხედვითაც 474 არასამთავრობო ორგანიზაციიდან 400-ზე მეტს თანხების ხარჯვის დეტალები მითითებული არ აქვს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ქვეყნისთვის გამოყოფილ დაფინანსებაზე ინფორმაციას აქვეყნებს და მიუთითებს, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სამინისტროების დაფინანსება სამოქალაქო საზოგადოებისთვის განკუთვნილ თანხებს 11-ჯერ აჭარბებს; არასამთავრობოთა გამჭვირვალობის საკითხი, პოზიციები და პოლიტიკური შეფასებები
- ქართველი ოლიმპიელების გაცილების ცერემონია – პრემიერის სიტყვით გამოსვლა, ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართვები და მთავრობის მხარდაჭერა სპორტსმენებს; მზადება პარიზის ოლიმპიური თამაშებისთვის და მოლოდინები