"ქართული ოცნება", ქვეყნის მასშტაბით, პარტიული კონფერენციების გამართვას იწყებს

“ქართული ოცნება”, ქვეყნის მასშტაბით, პარტიული კონფერენციების გამართვას იწყებს. შეხვედრები უკვე შედგა მცხეთასა და გორში. ამ წუთებში კი ყრილობა ახალციხეში უნდა დაიწყოს. არჩილ ტატუნაშვილის წამების შესახებ ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა გორში სტუმრობისას.

გმირი ქართველი, რომელიც ვერ გატეხეს, როდესაც ასეთი ისტორიები ხდება, ეს კიდევ უფრო განგვამტკიცებს შინაგანად და გვიმყარებს რწმენას, რომ იმ პრაგმატულ პოლიტიკას, რომელიც დაფუძნებულია, ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისკენ, თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმაზე და მშვიდობის შენარჩუნებაზე, ალტერნატივა არ გააჩნია, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

რეგიონული კონფერენციის მიმდინარეობისას პრემიერმა კვირიკაშვილმა შიდა ქართლის რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი  პროექტების შესახებ ვრცლად ისაუბრა, მათ შორის მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რეგიონში დაგეგმილ წყალმომარაგებისა და გაზიფიკაციის პროგრამას.

გიორგი კვირიკაშვილმა ისტორიული ძეგლების რეაბილიტაცია-განახლებაზეც გაამახვილა ყურადღება.