„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატების წარდგენა

„ქართული ოცნება“ მერობის კანდიდატების წარდგენას განაგრძობს. მმართველმა პარტიამ ამჯერად წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკიფუში, ტარას კვარაცხელიას სახლ-მუზეუმში, წალენჯიხის მერობის კანდიდატი, გოგა გულორდავა წარადგინა.

წარდგენაზე იმყოფებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორი და პარლამენტის წევრები „ქართული ოცნებიდან“. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიმართა შეკრებილ საზოგადოებას და წალენჯიხაში დაგეგმილ პროექტებსა და გამოწვევებზე ისაუბრა.

დატოვე კომენტარი