"ქართული ოცნება" მეორე ტურისთვის მზადებას განაგრძობს

“ქართული ოცნება” მეორე, გადამწყვეტი ტურისთვის მზადებას განაგრძობს. პარტიის ოფისში მორიგი კონსულტაციისთვის გეგმავენ შეკრებას. უკვე გარკვეულია, რომ შეიქმნა სპეციალური შტაბი, რომელსაც პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, თბილისის შტაბს კი კახა კალაძე უწევს კოორდინირებას.

პროცესში ჩართულები არიან მაჟორიტარებიც, რომლებიც ინტენსიურ შეხვედრებს მოსახლეობასთან ორშაბათიდან დაიწყებენ. თემაზე საუბარს ახლა თამარ წიკლაური განაგრძობს, ის მმართველი პარტიის ოფისთან იმყოფება.