„ქართული ოცნება“ „ევროპულ საქართველოს“ პასუხობს

პარტია „ევროპული საქართველო“ საარჩევნო პროცესში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების ჩართულობაზე საუბრობს. ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ საარჩევნო უბნებთან მობილიზებული იყვნენ კრიმინალური წარსულის მქონე მოქალაქეები და „ქართული ოცნება“ მათი დახმარებით ამომრჩეველზე უკანონოდ ახდენდა გავლენას.

პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებს ვიდეოკადრები აჩვენა, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, ფეხბურთელი გიორგი დემეტრაძეც ფიგურირებდა. ვეტერანი სპორტსმენი არჩევნების მიმდინარეობისას რაიმე სახის აქტივობას მისი მხრიდან გამორიცხავს.

პარტია „ქართულ ოცნებაში“ ოპოზიციას ტყუილში ადანაშაულებენ.