ქართული მხარის შეთავაზება

რა პოზიცია აქვს საქართველოს სამეზობლოში, მთიან ყარაბაღში მიმდინარე პროცესებზე – ოფიციალურმა თბილისმა დაპირისპირებულ მხარეებს დიალოგისთვის ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლა დღეს კიდევ ერთხელ შესთავაზა. განცხადება ამის შესახებ, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე პრეზიდენტმა გააკეთა.

დღესვე ისაუბრეს ჩვენი ქვეყნის გადაწყვეტილებაზე, რომ შეიარაღებული კონფლიქტის მიუხედავად, სომხეთისა და აზერბაიჯანის მიმართულებით, სამოქალაქო ტვირთების გატარება არ შეჩერდება. შეზღუდვები მხოლოდ სამხედრო ტვირთებზე მოქმედებს.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დეტალები გენო ოსიყმაშვილის სიუჟეტში.