ქართული მხარის პოზიცია უკრაინის მოთხოვნაზე

იარაღის მიწოდებაზე უარი, რუსეთთან ფრენების შესაძლო აღდგენის საკითხი, სანქციები – ომში მყოფი უკრაინა საქართველოს მიმართ პრეტენზიებს არ წყვეტს.

ქვეყნის პოზიციით უკმაყოფილების მიზეზები უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ საქართველოს ელჩს პირადად გააცნო. ცნობილი ხდება დეტალები იმ შეხვედრიდან, რომელიც გუშინ საქართველოს საგარეო უწყებაში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის დაბარების პარალელურად გაიმართა. უკრაინის პირველი დიპლომატის მოადგილის პოზიციაა, რომ საქართველომ გაცხადებულ მიდგომას უნდა გადახედოს და ომში მყოფ ქვეყანას იარაღი და სამხედრო აღჭურვილობა მიაწოდოს, რაც ოფიციალური თბილისის მხრიდან ომში ჩართვისკენ მოწოდებად ფასდება. უკრაინის საგარეო უწყების განცხადებიდან ირკვევა, რომ ქართული მხარის არაერთი ოფიციალური განმარტების და კონკრეტული მონაცემების გამოქვეყნების მიუხედავად, კიევს თბილისთან სანქციების გვერდის ავლის კუთხითაც კითხვები ისევ აქვს, თუმცა მტკიცებულებების გარეშე.

რამდენად საფუძვლიანია უკრაინის პრეტენზიები – საყვედურებს ოპოზიციის ნაწილიც არ ეთანხმება.