ქართული მართლმადიდებელი ეკლესია აბო თბილელის ხსენების დღეს აღნიშნავს

ქართული მართლმადიდებელი ეკლესია აბო თბილელის ხსენების დღეს აღნიშნავს.

ილია მეორემ მრევლს დღევანდელი დღე სამების საკათედრო ტაძარიდან მიულოცა.

მოგვიანებით, ტაძარში 52-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება. კათოლიკოს-პატრიარქი კიდევ 708 ბავშვის ნათლია გახდება. პატარებს საჩუქრად ჯვარი და მოწმობები გადაეცემათ.

ნათლობის დასრულების შემდეგ, საღამოს 8 საათისთვის, ილია მეორე ტაძარში შეკრებილებს ქადაგებით მიმართავს და ბავშვებს დალოცავს.

დღეისთვის უწმინდესს 33 000-ზე მეტი ნათლული ჰყავს. ისინი ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილები არიან. ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა.

პატრიარქის ინიციატივის მიზანი, საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.