„ქართული მარშის“ მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენა

პარტია „ქართული მარში – ეროვნული მოძრაობის“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი გაბედავამ საარჩევნო კამპანია დაიწყო.

ზუგდიდში საარჩევნო ვითარებაზე და სხვა პარტიების კანდიდატებზე მან დღის გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მან ყველა ძირითადი კონკურენტი გააკრიტიკა და გამარჯვების პირობა დადო. გაბედავას თქმით, ჯერ კიდევ არ აქვს მინიჭებული საარჩევნო ნომერი, რაც სხვა პარტიებთან არათანაბარ პირობებში აყენებს.