„ქართული მარშის“ განცხადება

ახლად დაფუძნებული პარტიის, „ქართული მარშის“ ეროვნული მოძრაობის გენერალური მდივანი აცხადებს, რომ პარტიის მიზანი ეროვნული ფასეულობების დაცვა იქნება.

ირაკლი შიხიაშვილი ამბობს, რომ პარტია ორი მოძრაობის, „ქართული მარშისა“ და „გეორგიას“ გაერთიანებით შეიქმნა. შიხიაშვილის თქმით, მისი და სანდრო ბრეგაძის ღირებულებები ერთმანეთს დაემთხვა და ახლა ერთად შეძლებენ მისი დაცვისთვის ბრძოლას.