„ქართული მარში“ მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება

„ქართული მარში“ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. მოძრაობა ითხოვს გადადგეს მთავრობა და დაინიშნოს დროებითი მინისტრთა კაბინეტი, რომელიც არჩევნებს გაუწევს ორგანიზებას.

სანდრო ბრეგაძე მიიჩნევს, რომ გარკვეული პარტიები რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ, რაც დაუშვებელია.