ქართული კუთხე იუნესკოს გენერალური ასამბლეაზე
ქართული პოლიფონიური მუსიკა და ქვევრის ღვინის დამზადების უძველესი ტრადიცია – არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშებს სამარყანდში ეცნობიან.
ქართული პავილიონი იუნესკოს გენერალური კონფერენციის სესიის ფარგლებშია მოწყობილი. სწორედ კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და ამ პროცესში იუნესკოს განსაკუთრებული როლი იყო მთავარი მიმართულება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლაში. მინისტრმა ისაუბრა კულტურაზე, როგორც ქვეყნის იდენტობის ერთ-ერთ მთავარ განმსაზღვრელზე და ერების დამაკავშირებელზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობაზე და განათლების მშობლიურ ენაზე მიღების უფლების შეზღუდვაზე. გამოსვლაში მინისტრი შეეხო უმაღლესი განათლების რეფორმას, რომელიც ცოტა ხნის წინ მომზადდა. კონფერენციის პარალელურად გაიმართა ორმხრივი შეხვედრებიც. დღეს მაკა ბოჭორიშვილი აზერბაიჯანელ და უნგრელ კოლეგებს ესაუბრა.
„მოამბე“ უზბეკეთიდან.