იუნესკო-ს გენერალური ასამბლეის 43-ე სესიის ფარგლებში, სამარყანდში, მუსიკალურ-დრამატული თეატრის სცენაზე ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლის, „ბასიანის“ კონცერტი გაიმართა. ღონისძიებას UNESCO-ს ხელმძღვანელობა და სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციები, ასევე მასპინძელი ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლები და დიპლომატები დაესწრნენ.
კონცერტის დაწყებამდე მოეწყო ქართული ღვინის დეგუსტაციაც. იუნესკო-ს დელეგატებს ქართული ღვინის ქვევრში დაყენების უძველესი ტრადიციის გაცნობა, საგამოფენო სივრცეში მოწყობილ ქართულ კუთხეში შეეძლოთ, რომელიც გუშინ საგარეო საქმეთა მინისტრმა გახსნა. გუშინვე მაკა ბოჭორიშვილმა სტუმრებს ქართულ საღამოზეც უმასპინძლა.