ქართული კულტურის დღეები უზბეკეთში

12:33, 10.03.2026

უზბეკეთში ქართული კულტურის დღეები დაიწყო. ალიშერ ნავოის სახელობის ოპერისა და ბალეტის დიდ თეატრში გაიმართა გალა-კონცერტი: „კულტურათა დიალოგი – საქართველო და უზბეკეთი: მემკვიდრეობა და თანამედროვეობა“, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს სახელმწიფო ფოლკლორული ანსამბლი „ერისიონი“ და უზბეკეთის ოპერისა და ბალეტის  თეატრის ანსამბლი „ტუმორი“. მოეწყო ქართულ-უზბეკურ თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა. კულტურის დღეების ფარგლებში ნაჩვენები იქნება ელდარ შენგელაიასა და მიხეილ კობახიძის ფილმები: „შერეკილები“, „ქორწილი“, „ქოლგა“ და „მუსიკოსები“. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

მსგავსი