საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე სამუშაო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაშია, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებასა და ქართული კულტურის დღეებში იღებს მონაწილეობას. საქართველოს კულტურის სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით და სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქართული კულტურის დღეებზე საქართველო მრავალფეროვანი კულტურული პროგრამით იქნება წარმოდგენილი. ქართული კულტურის დღეების ფარგლებში გამოიფინება ქართული ტრადიციული სამოსი და სამკაული. ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, გაიმართება გამოფენა „საქართველო: ღვინის სამშობლო“, მოეწყობა ღვინის და ქართული კერძების დეგუსტაცია. კვირეულის დასკვნითი ღონისძიება კი – ანსამბლ „ერისიონის“ გალა კონცერტი იქნება.
სომხეთის დედაქალაქიდან – მარიკა შალიკაშვილი დეტალებით #მოამბე