ქართული კულტურის დღეები ამჯერად სომხეთში ეწყობა.
გამოფენები, ღვინის ფესტივალი, ქართული ტრადიციული სამოსის და უნიკალური სამკაულების ექსპოზიცია, საგანმანათლებლო-შემეცნებითი აქტივობები, ქართული კალიგრაფიის ნიმუშების გამოფენა, ღვინით ხატვა, ქართული პროდუქციის დეგუსტაცია – ერევანში ჩატანილი სამდღიანი პროგრამა მრავალფეროვანია. ღონისძიებები საქართველოს საელჩოში მოწყობილი და დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღებით გაიხსნა. სამდღიანი პროგრამა ხვალ „ერისიონის“ კონცერტით დასრულდება.
ქართული კულტურის დღეებს მარიკა შალიკაშვილი აშუქებს. ის ახლა ერევნის ცენტრალურ პარკში იმყოფება, სადაც „გუფი ლენდის“ კონცერტი მიმდინარეობს.