საქართველოს კულტურის სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით და სომხეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქართული კულტურის დღეები ქალაქ ერევანში გრძელდება. ქალაქის ცენტრალურ პარკში, ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, გამოფენა სახელწოდებით „საქართველო – ღვინის სამშობლო“ იმართება, სადაც ქართული ღვინისა და კერძების დეგუსტაციაა შესაძლებელი.