საქართველოს დამოუკიდებლობის დღე სომხეთის დედაქალაქშიც აღნიშნეს. საზეიმო მიღებას საელჩომ უმასპინძლა. საქართველოს კულტურის სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებითა და სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქართული კულტურის დღეებზე საქართველო მრავალფეროვანი კულტურული პროგრამით იქნება წარმოდგენილი. ქართული კულტურის დღეების ფარგლებში გამოიფინება ქართული ტრადიციული სამოსი და სამკაული. ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით გაიმართება გამოფენა „საქართველო: ღვინის სამშობლო“, მოეწყობა ღვინისა და ქართული კერძების დეგუსტაცია. კვირეულის დასკვნითი ღონისძიება კი ანსამბლ „ერისიონის“ კონცერტი იქნება.