ქართული კულტურის დღეები ბრაზილიაში 

22:05, 01.07.2026

ქართული ფოლკლორის უნიკალური ნიმუშები ბრაზილიაში. სამშობლოში წარმატებული სოლო-კონცერტის შემდეგ ანსამბლ „რუსთავის“ მდიდარ შემოქმედებას და მრავალფეროვან პროგრამას ბრაზილიაში გაეცნენ. ცეკვისა და სიმღერის ცნობილი ანსამბლის კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა. ეს საღამო ბრაზილიაში მიმდინარე ქართული კულტურის დღეებისადმი მიძღვნილი პროგრამის ნაწილია.

იმართება სამუშაო შეხვედრებიც, სადაც მთავარი განსახილველი საკითხი ბრაზილია-საქართველოს შორის კულტურული კავშირების გაძლიერებაა. ანსამბლ „რუსთავის“ კონცერტი ბრაზილიის დედაქალაქის შემდეგ, რიო-დეჟანეიროშიც გაიმართება.

მსგავსი