ქართული კულტურის დღეები ბელარუსში

ქართველი რეჟისორების ფილმების ჩვენება, ცნობილი მუსიკოსებისა და ანსამბლების კონცერტები, – საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ექსპოზიციები, ქართული ღვინო და სამზარეულო – ბელარუსში ქართული კულტურის დღეები მიმდინარეობს. ფესტივალი ცნობილი ქართველი რეჟისორების მიშა კობახიძისა და ლევან კოღუაშვილის ფილმების ჩვენებით გაიხსნა. პროექტი საქართველოს საელჩოს ორგანიზებით დაიგეგმა. მინსკში თბილისის მერი, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე და დედაქალაქის საკრებულოს დეპუტატები იმყოფებიან.