ქართული კონოინდუსტრია

სახვითი ხელოვნების მუზეუმში ქართული კინოინდუსტრიის კონფერენცია მიმდინარეობს.

ღონისძიების ფარგლებში კინოინდუსტრიის მზარდი როლისა და მისი განვითარების შესახებ საუბრობენ. მონაწილეობას 100-მდე სტუმარი იღებს. კონფერენცია საქართველოს კინოკლასტერის ინიციატივით წელს პირველად იმართება. მიზანი ამ სექტორში არსებული მდგომარეობის განხილვა და შეფასებაა. ფორმატი მოიცავს ორ  პანელ დისკუსიას.

საქართველოს კინოკლასტერი 2017 წელს ევროკავშირისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით შეიქმნა.