ქართული კლასიკური მუსიკის საღამო

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში, ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების ფარგლებში გალა-კონცერტი გაიმართა. კონცერტების სერიების დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი, პიანისტი – თამარ ლიჩელია. გუშინ ქალაქ ქუთაისში ქართველმა მუსიკოსებმა ქუთაისის სამუსიკო სასწავლებლების აღსაზრდელებისათვის, მასტერკლასები გამართეს. შეგახსენებთ, რომ სერიები ქალაქ თბილისში მაისის თვეში დაიწყო და დეკემბრის თვეში დასრულდება.