ქართული კინოს ძველი აფიშების გამოფენა

ცნობილი ქართული კინო-ფილმების აფიშები, ერთ საგამოფენო სივრცეში მოიყრის თავს.

შემოდგომაზე კინო-სახლში მისული დამთვალიერებელი იმ უნიკალურ აფიშებს იხილავს, რომლებიც წლების განმავლობაში კინო-აკადემიის საცავში ინახებოდა.

ექსპოზიციაზე გატანამდე რამდენიმე ასეულ ექსპონატს რესტავრაცია უტარდება. საუბარია როგორც მხატვრული, ისე დოკუმენტური თუ ანიმაციური ფილმების პოსტერებზე.