ქართული კინომემკვიდრეობის აღდგენა
უნიკალური ქართული კინომემკვიდრეობის ახალი სიცოცხლე – ციფრულ ფორმატში გადავიდა და პირვანდელი სახით აღდგა კიდევ რამდენიმე ცნობილი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი.
მოძველებული ან დაზიანებული კინოფირების და საარქივო მასალების რესტავრაციის რთულ პროცესში სპეციალურ ტექნიკურ საშუალებებს იყენებენ. ბოლოს აღდგენილ და ციფრულ ფორმატში გადაყვანილ მასალებს შორისაა ფილმი აფხაზეთზე.
უნიკალური ქართული კინომემკვიდრეობის შენარჩუნების მიზნით, ეროვნული არქივის ლაბორატორიაში, როგორც მხატვრული, ისე დოკუმენტური მასალის აღდგენა-გაციფრულება ეტაპობრივად მიმდინარეობს. შედეგად რესტავრირებული ფილმები ფართო აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომი ხდება.