ქართული კინოფორუმი ბაკურიანში

ქართული კინოს ფორუმი ბაკურიანში გრძელდება. პროგრამის მეოთხე შეხვედრაზე მაყურებელმა გიორგი ცხვედიანის, ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილისა და გია ბარაბაძის ფილმები ნახა. გაიმართა შეხვედრა კინემატოგრაფისტებთან. ეროვნული კინოცენტრის დირექტორმა ისაუბრა ქართული კინოს განვითარების პერსპექტივაზე. ბაკურიანის კინოფორუმში მონაწილეობენ კინოკრიტიკოსები, ჟურნალისტები, რეჟისორები, პროდიუსერები და მსახიობები.

მოამბე