ქართული კინო  110 წლისაა

ქართული კინოს ისტორია საუკუნეზე მეტს ითვლის.

110 წლის იუბილეზე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქართველი რეჟისორების ნამუშევრები საერთაშორისო ბაზრებზე სულ უფრო მეტი სიხშირით ხვდება და დაინტერესებაც დიდია. მეოცე საუკუნის დასაწყისში, პირველი ფილმის გამოჩენის შემდეგ, მაყურებლის მოთხოვნებთან ერთად, კინემატოგრაფიის წინაშე მდგარი გამოწვევებიც იცვლება. საბჭოთა ცენზურა სხვა პრობლემებმა ჩაანცავლა. ახალგაზრდა რეჟისორები ძირითადად მწირი ფინანსების შესახებ საუბრობენ, თუმცა მთავარ კითხვად რჩება, პასუხობს თუ არა დღევანდელი ქართული კინო თანამედროვე მაყურებლის ინტერესებს.