საქართველოს ისტორიული მემკვიდრეობის კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება.
ქართული ხორბალი და მასთან დაკავშირებული ტრადიციები იუნესკოს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანეს. 2024 წლის მარტში საქართველოს მიერ გაკეთებული განაცხადის და წარდგენილი ნომინაციის შემდეგ იყო საკმაოდ რთული გზა, არაერთი კვლევა და განხილვის ყველა ეტაპის წარმატებული ფინალი. საქართველო ხორბლის უძველესი, მათ შორის ენდემური, სახეობებით მდიდარი და პურის ცხობის მრავალწლიანი ტრადიციის მქონე ქვეყანაა. ხორბლის კულტურების თესვა-მოყვანის, მოსავლის დამუშავების და რელიგიურ რიტუალებში გამოყენების უძველესი ტრადიციები – კვლევები და ისტორიული ჩანაწერები ადასტურებს, რომ ხორბლის კულტურები ჩვენს წელთაღრიცხვამდე პერიოდშიც იყო გავრცელებული.
დელიში მიღებული გადაწყვეტილების შესახებ გენო ოსიყმაშვილი გიამბობთ.