ქართული ხორბლის კულტურა იუნესკოს ნუსხაში 

მოხვდება თუ არა ქართული ხორბალი იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში – მოლოდინი და შანსები პროცესის პირველი ეტაპის წარმატებულად დასრულებამ და ორგანიზაციის დადებითმა დასკვნამ გაზარდა. საბოლოო გადაწყვეტილება მომდევნო თვეში ინდოეთში დაგეგმილ სხდომაზე უნდა მიიღონ. საქართველოში ხორბლის 15 ჯიშია გავრცელებული. მისი მოყვანის და ქართული პურის ცხობის ტრადიცია კი შორეულ წარსულში იღებს სათავეს. იშვიათი ჯიშები, მათი ნაწილის თავიდან მოძიება და გამრავლება და წარმოება-მოყვანის უნიკალური ტრადიციები ქართულ მხარეს საკუთარი პოზიციების გამყარებაში დაეხმარა – გენო ოსიყმაშვილი არკვევდა, რა კვლევები და სამუშაოები ჩატარდა იმისთვის, რომ ქართული ხორბლის კულტურამ იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიიღოს.