12-წლიანი პაუზის შემდეგ, ანსამბლმა „ქართულმა ხმებმა“ სოლო კონცერტი თბილისის საკონცერტო დარბაზში გამართა. მუსიკალურ საღამოზე ის სიმღერები ისმოდა, რომელიც „ქართული ხმების“ სავიზიტო ბარათია. ღონისძიების მიზანი ანსამბლის ძველი თაობის გახსენება და მათი დაფასება იყო. ღონისძიებამ ანშლაგით ჩაიარა, ისმოდა ოვაციები. საყვარელი და მონატრებული სიმღერების მოსმენა მაყურებელს კიდევ შეუძლია – „ქართული ხმები“ თბილისის საკონცერტო დარბაზში კონცერტს დღესაც გამართავს.