„ქართული ხმა – 2025“
„არტ ჰოლში“ „ქართული ხმა 2025“ კონკურსის დასკვნითი საღამო და დაჯილდოება გაიმართა. კონკურს-ფესტივალი, რომლის იდეის ავტორი და ორგანიზატორი მომღერალი სოფო ბედიაა, საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება და მისი მიზანი ქართული სიმღერის პოპულარიზაცია და ნიჭიერ ბავშვთა და მოზარდთა აღმოჩენაა. გრანპრის მფლობელს მასზე მორგებული ახალი ქართული სიმღერა, ტექსტით, საუნდინჟინერიითა და სტუდიური ჩაწერით გადაეცა. ასევე გათვალისწინებული იყო ფულადი ჯილდოები.