პირველად საქართველოში ხელნაკეთი შოკოლადის ფესტივალი იმართება. შოკოლადი როგორც ხელოვნება – ორგანიზატორებმა ამ იდეის გარშემო ტბილეულის მწარმოებელი ქართული კომპანიები გააერთიანეს. ღონისძიება ორდღიანია და არტიზანული შოკოლადის დაგემოვნებას ფესტივალის სტუმრები ხვალაც, სასტუმრო „ოპუსში“ შეძლებენ. მიზანი ქართული პროდუქციის პოპულარიზაცია და ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობაა. სამომავლოდ ბელგიიდან კონდიტერების ჩამოყვანა და მასტერკლასების ჩატარება იგეგმება.
თეონა მაჭარაშვილის რეპორტაჟი.