ქართული ხალხური ექსპონატების გამოფენა ლატვიაში

ლატვიელი მხატვრის, იული სტრაუმეს საქართველოში მოღვაწეობის დროს შექმნილი ნამუშევრები, მის სამშობლოში გამოიფინება.

გასული საუკუნის დასაწყისში ხალიჩებისთვის, თიხისა და ლითონის ნიმუშებისთვის შექმნილი ესკიზები, სპეციალური მიწვევით მხატვრისადმი მიძღვნილ საიუბილეო ფესტივალზე იქნება წარმოდგენილი.

ექსპონატები, ხელოვნების სასახლის ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმში, ექსპოზიციის გამგზავრებამდე ლიზა ციციშვილმა და ალაექსანდრე შერვაშიძემ დაათვალიერეს.