ქართული კარიკატურის ფესტივალი

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა შალვა ქიქოძის სახელობის ქართული კარიკატურის რიგით მეორე ფესტივალს მასპინძლობს.

ფესტივალი არასამთავრობო ორგანიზაცია ART & SOCIETY-ის ორგანიზებით და კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით 7 ოქტომბრის ჩათვლით იმართება. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება მასტერკლასები და ლექციები ქართული კარიკატურის ჟანრის, მისი განვითარების გზისა და მნიშვნელობის შესახებ. შეხვედრებს ქართველი და მოწვეული კარიკატურისტები ჩაატარებენ. ფესტივალის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრები დასკვნით ღონისძიებაზე გამოიფინება, სადაც წელს პირველად გაიცემა შალვა ქიქოძის სახელობის ქართული კარიკატურული პრემია და ჯილდოს ორი ქართველი შემოქმედი მიიღებს.