ქართული კალიგრაფიის ფესტივალი 

21:55, 07.07.2025

მასშტაბური პროექტი ქართული დამწერლობისა და კალიგრაფიული ხელოვნების პოპულარიზაციის ხელშესაწყობად – ერთ კვირაში ქართული კალიგრაფიის პირველი საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდება, რომელსაც თბილისი და რამდენიმე რეგიონი უმასპინძლებს.

მიზანი ქართული კალიგრაფიის საგანმანათლებლო სივრცეში დაბრუნება და ქართული ხელნაწერების და კალიგრაფიული ნიმუშების, როგორც ქართული კულტურის და იდენტობის მნიშვნელოვანი ნაწილის, ქვეყნის ფარგლებს გარეთ პოპულარიზაციაა. ფესტივალის დაარსებას წინ კალიგრაფიის ონლაინ კურსები, ქართულად წერის ხელოვნების მასტერკლასები და სხვადასხვა საერთაშორისო მასშტაბის პროექტი უძღოდა. ფესტივალი სახელწოდებით „გულანი“ არაერთ ღონისძიებას, გამოფენას და აქტივობას მოიცავს.

მსგავსი