ქართული ღვინო ჩინეთში მიმდინარე საერთაშორისო გამოფენაზე. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 30 ქართული კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინოები შანხაი 2017 წარმოადგინეს.
ღონისძიებას 100 ათასზე მეტი ვიზიტორი – დისტრიბუტორი, იმპორტიორი და ღვინის პროფესიონალი დაესწრო.
ჩინეთი ქართული ღვინის საექსპორტო სტრატეგიულ ბაზრად რჩება. მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტირებულია 6,1 მლნ. ბოთლი ღვინო, რაც 41%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მონაცემებს.