ნიუ-იორკში გამართულ გამოფენაში ქართული ღვინის მწარმოებელმა 20-მდე საოჯახო მარანმა მიიღო მონაწილეობა. ჩატარდა ორი სხვადსხვა ღონისძიება. ქართული ქარვისფერი ღვინის ფესტივალი და RAW Wine NYC. ორგანიზატორი ცნობილი ღვინის მაგისტრი საფრანგეთიდან იზაბელ ლეგერონი. ქართველმა მეღვინეებმა მონაწილეობა ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით მიიღეს.