ქართული ღვინო ჰონკონგის გამოფენაზე
მწარმოებლები 25-მდე ქვეყნიდან და მათ შორის საქართველოდან – ჰონგკონგის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების გამოფენაზე ღვინის სამშობლო ცხრა კომპანიით იყო წარმოდგენილი.
აზიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი ბიზნეს პლატფორმის სტუმრებს უნიკალური ქართული ღვინოების დაგემოვნების და რვაათასწლოვანი ტრადიციის გაცნობის საშუალება ჰქონდათ. ახალი ბიზნეს კონტაქტების დამყარების მიზნით, ღვინის ქართველმა მწარმოებლებმა სავაჭრო სექტორის პროფესიონალებთან საქმიანი შეხვედრებიც გამართეს. ღვინის ეროვნული სააგენტო აზიის ქვეყნებში მარკეტინგულ კამპანიებს აქტიურად ახორციელებს. ამ ფორმით სახელმწიფო ქართული ღვინის კომპანიებს ახალი ბიზნეს-პარტნიორების მოძიებაში და სტრატეგიული საექსპორტო ბაზრების მაქსიმალურად ათვისებაში ეხმარება.